"ნაცების" ერთი ნაწილი დაბნეულია, პუტინის მონა ხელისუფლებამ როგორ დააკავა მეორე მონის მიერ გამოგზავნილი ქილერი" - კვირის პალიტრა

"ნაცების" ერთი ნაწილი დაბნეულია, პუტინის მონა ხელისუფლებამ როგორ დააკავა მეორე მონის მიერ გამოგზავნილი ქილერი"

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ე.წ. გაბუნიას საქმეზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ესე იგი ფბ-ს გადავხედე და იმ ჩეჩენის დაპატიმრებაზე, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული, დაახლოებით ასეთი სურთია:

"ნაცების" ერთი ნაწილი დაბნეულია, პუტინის მონა ხელისუფლებამ როგორ დააკავა პუტინის მეორე მონის მიერ გამოგზავნილი ქილერი, რომელსაც პუტინის მაგინებელი უნდა მოეკლაო და არ იცის რა თქვას, მეორე ნაწილი კი ამერიკის ან უკრაინის სპეცსამსახურებს უხდის მადლობას, იმათ შემოუთვალეს და ამ მოღალატეებსაც სხვა რა გზა ჰქონდათო, ბარემ კი არ უნდოდათო და საერთოდ ამ ხელისუფლების პუტინისტი დედაცო...

რაც შეეხება "ქოცებს", ისინი ერთის მხრივ ვერც ფარავენ გაღიზიანებას იმის გამო, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება და ისე დაიჭირეს, მეორეს მხრივ კი სერიოზულად ეჭვობენ თავად მიშას მოწყობილი იქნება, აკი, ადრეც გეგმავდა ვიღაც ორსული ქალის ლიკვიდაციასო და ამის დასტურად სუს-ის უნიჭო ნაჯღაბნი რომ იყო, უკრაინული "ვიკილიქსი", იმას იმოწმებენ.

ისეთებიც არიან საერთოდ რომ არ ჯერათ არაფერი, არცა შიოლა (ანუ ქილერი ჩეჩენი) ყოფილა ამბავში, თუმცა, ორი ზემორე კატეგორია მათ აშკარად ჭარბობს.

დასკვნის სახით კი იმას ვიტყოდი, რომ მე მაპატიეთ და ვეჭვობ საყოველთაო გამო...ვების ეპოქაში ვიმყოფებით. პანდემია ესაა თუა. მიმიქარავს კორონა".

შეგახსენებთ, 12 ივნისს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი პირი, ეროვნებით ჩეჩენი. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს. როგორც გაირკვა, დაკავებული იმყოფებოდა ხანგოშვილებთან სახლში სტუმრად.

15 ივნისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჩეჩენი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ამ საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა უსაფრხოების სახელმწიფო სამსახურმა, რომელშიც ვკითხულობთ:

"მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა". იხილეთ განცხადება სრულად

იხილეთ ასევე: "ისე ხდება, რომ იმავე ევროპაში, ფაქტობრივად, სისტემატიურად კლავენ კადიროვის მტრებს" - ვინ როგორ ეხმაურება ე.წ. გაბუნიას საქმეს?