"ახლა გაბუნიაზე არაოფიციალური ახსნა - მიშა “ბრიდავდა“ დესტაბილიზაციის მიზნით" - რას წერს გია ხუხაშვილი?
ექსპერტი გია ხუხაშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხეზე სოციალურ ქსელში წერს:
"2007-ში სოდი-ს სამი მანქანა 3 თვის განმავლობაში ე.წ. “კარობკაში” მატარებდა და ფაქტობრივ შინა პატიმრობაში ვიყავი აყვანილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ახსნა იყო ასეთი - ბადრის უნდოდა ჩემი ლიკვიდაცია დესტაბილიზაციის მიზნით და ხელისუფლება მიცავდა...
2012-ში ჩემი ბინა ჩამობურღეს და ონლაინში გადასცემდნენ ბაზაზე ყველაფერს რაც იქ ხდებოდა. არაოფიციალური ახსნა იყო ასეთი - ხელისუფლება კი არა, ბიძინა მისმენდა...
ახლა გაბუნიაზე არაოფიციალური ახსნა - მიშა “ბრიდავდა“ დესტაბილიზაციის მიზნით. მოკლედ, ხელისუფლები იცვლებიან, მეთოდები არა..."- - წერს გია ხუხაშვილი