თბილისში ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია - კვირის პალიტრა

თბილისში ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულ არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.

დაშავებულები სასწრაფო დახმერების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ერთადერთი დაზიანება, რაც ბავშვს აღენიშნება, ფეხის მიდამოში ექსკორეაციაა.

ცნობისთვის, თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ასევე დაშავებულ ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"