"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც უმრავლესობის წევრები ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მისი თქმით, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ახლა მაჟორიტარებისგან სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ, იმ მიზეზის გამო, რომ მოთხოვნების უდიდესი ნაწილი დაკმაყოფილებულია.

"ერთი ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებული იქნება, არა იმ რაოდენობით, რაც ვითხოვეთ, თუმცა მაინც შენარჩუნებული იქნება. მეორე ჩვენი მოთხოვნაა, რომ შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული, არამედ იმ სისტემით, რა სისტემასაც ახლა მივიღებთ. იმედი მაქვს, რომ საკმარისი ხმები იქნება, მაგრამ ამას ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩატარდება კენჭისყრა" - განაცხადა ხუნდაძემ.