"ჩემი გო­გო­ნა ქმარ­მა ცო­ცხალ-მკვდა­რი მო­იყ­ვა­ნა" - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში - კვირის პალიტრა

"ჩემი გო­გო­ნა ქმარ­მა ცო­ცხალ-მკვდა­რი მო­იყ­ვა­ნა" - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

ჩრდილოეთ კავკასიაში ქალთა პრობლემები, განათლების მიღების თუ სხვა კუთხით მათი უფლებების შელახვა, ახალი არ არის. თუმცა ამბავი, რომელსაც 12 წლის დაღესტნელი გოგონა ჰყვება, თავად ჩრდილო კავკასიელებისთვისაც კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

გოგონას დედა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისმა მეორე ქმარმა, გერი ძალის გამოყენებით წაიყვანა ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც მოზარდის "ექიმებს" ის გენიტალიების დასახიჩრებისას კინაღამ შემოაკვდათ.

"ჩემი გოგონა ქმარმა ცოცხალ-მკვდარი მოიყვანა. რომ არა ჩემი მეზობელი და ახლობელი ექთანი ქალი, რომელმაც ბავშვი სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა, არავინ იცის, ეს მერამდემე შემთხვევა იქნებოდა, რომელიც ამ არაადამიანურ ტრადიციას შეეწირა...

ჩემი ქმარი კი ჯიუტად იმეორებდა, რომ რაღაც დროის შემდეგ, საქმე სისრულეში უნდა მოეყვანა. მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე. გთხოვთ, ნუ შეეგუებით ამ სიმახინჯეს, იყვირეთ როგორც შეგიძლიათ, თუნდაც ეს თქვენი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, რომ მას ვკარგავდი. ბავშვს ალბათ ფსიქიკა სამუდამოდ დაუმახინჯდა" - წერს 35 წლის ასია სოციალურ ქსელში.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, საუბარია ქალთა წინადაცვეთაზე. მხოლოდ დაღესტანში, ერთი წელიწადში სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო “ქირურგიული ოპერაციის" 1300-ზე მეტი შემთხვევა ტარდება.

ეს პრაქტიკა ინგუშეთსა და ჩეჩნეთშიც წლებია არსებობს და ასაკოვან ქალებშიც გვხვდება. უფრო ადრე, გამოცემა კიდევ ერთი ქალის ისტორიაზე წერდა. მათი ცნობით, ჩეჩნეთიდან ინგუშეთში გადაიყვანეს 9 წლის გოგონა. მამამ ქირურგიული მანიპულაციებისთვის საბავშვო გინეკოლოგთან, მაგასის კლიკინაში მიიყვანა... იურისტების თქმით, ბავშვის წინადაცვეთაზე პასუხისმგებლობა მის ექიმსა და კლინიკის ხელმძღვანელობას ეკისრება, მაგრამ სხვა საკითხია, საერთოდ გამოიძიებენ თუ არა საქმეს" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ქალის წინადაცვეთა სასტიკი ტრადიციაა, რომელიც სასტიკად არღვევს ადამიანის უფლებებს მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის შესახებ... არსებული ინფორმაციით, ისლამურ სამყაროში 140 მილიონზე მეტი ქალი ხდება მსგავსი ტრადიციის მსხვერპლი, რაც ნიშნავს, რომ რეალურად უფრო მეტია, რადგან ასობით ათას ქალს მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობა არ აქვს. დაახლოებით იგივე რაოდენობის ბავშვი, გოგონა სასტიკი ექიმების მსხვერპლი გახდა და დაიღუპა...

ჩრდილო კავკასიელი ჟურნალისტი აიდა გაჯიევა მის მიერ მომზადებულ სტატიაში წერს, რომ მან თავად გამოსცადა ეს სისასტიკე ჯერ საკუთარი მშობლებისა და შემდეგ ექიმებისგან, როდესაც ინგუშეთში გათხოვდა. მისი თქმით, ეს არაადამიანური პროცედურა საქმრომ მის ცოლად მოყვანამდე მოითხოვა.

"ამ საშინელი ტრადიციის ინიციატორები ინგუშეთში, ძირითადად, გოგონას მამები არიან... კლინიკის ცივსისხლიანმა ექიმმა ცოცხალ-მკვდარი ისე გამომისტუმრა, არც კი უკითხავს, ფეხზე დგომა შემეძლოა თუ არა..." - იგონებს გოგონა.

ოფიციალურად, ეს ოპერაცია ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებში დაშვებული არ არის, მაგრამ თითქმის ყველა კლინიკაში, ამ პროცედურისთვის "იატაკქვეშა" ადგილია გამოყოფილი. გაგრძელება