"გიორგი სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს" - კვირის პალიტრა

"გიორგი სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს"

19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე  19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე შენიშნეს და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

"გიოს კვალი ქრება მცხეთა - საგურამოს ტერიტორიაზე. ორი დღეა მიმდინარეობს ძებნა. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, გთხოვთ დამეკონტაქტეთ ვერ ვპოულობთ", - დაწერა სოციალურ ქსელში მისმა ახლობელმა ანი შაქარაშვილმა.

პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

სამძებრო სამუშაოების გამო, ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა დაიგეგმა, რის გამოც, უწყებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

როგორც AMBEBI.GE-სთან დაკარგული ახალგაზრდას ახლობლები ყვებიან, "გიორგი საგურამოში დაბადების დღეზე იყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს". მათი თქმით, გიორგი შაქარაშვილს არანაირი პირადი და ფინანსური პრობლემები არ ჰქონია.