საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"