რატომ ვერ მოხერხდა დღეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ორი მოწმის გამოკითხვა - რას ამბობს ადვოკატი?
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარებულმა ორმა პირმა საგამოძიებო ორგანო დატოვა.
საქმეში ფიგურანტი შავი "ტოიოტა კამრის" მძღოლმა და მისმა მგზავრმა პოლიციის შენობა ისე დატოვეს, მათი გამოკითხვა ვერ მოესწრო, ვინაიდან ამ დრომდე დილიდან დაწყებული გამოკითხვები არ დასრულებულა.
როგორც მოწმეთა ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, პოლიციაში მათ უთხრეს, რომ დღეს გამოკითხვას ვერ ასწრებდნენ და თავად დაუკავშირდებოდნენ.
ცნობისთვის, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
"ინტერპრესნიუსი"