სოფელ ტიბაანში ავარიის დროს 3 წლის ბავშვი დაიღუპა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ავარიის დროს 3 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"