როგორი ამინდი იქნება საქართველოში 28-29 ივნისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 28-29 ივნისს

28 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.