ახალი წესები, რომლებიც ბინის გამქირავებლებმა უნდა დაიცვან
ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.
კერძოდ, აღნიშნული წესების თანახმად, გამქირავებლებს მოუწევთ:
პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;
CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა - დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება/დასუფთავება;
დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება;
ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება/დეზინფექცია;
რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით; გაგრძელება