"როდესაც ქვეყანაში საქმეებს ქურდები და კრიმინალები წყვეტენ და კანონი არ კანონობს, უკეთესს რას უნდა ველოდეთ?!"
ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარმა მკვლელობებმა თითოეული ჩვენგანი შეძრა და გააოგნა. ყველაზე შემზარავი ამ ფაქტებს შორის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა იყო, რომეოლმაც მთელი საქართველო შეძრა და დღემდე ბურუსით არის მოცული. რა იწვევს ამ საშინელ აგრესიას და რატომ არ ინდობენ ქართველები ერთმანეთს ქვეყანაში, სადაც მოყვასის სიყვარული ყოველთვის დიდი ფასეულობა იყო? - ამ და სხვა პრობლემებზე ჟურნალ "გზას" პოეტი კოტე ყუბანეიშვილი ესაუბრა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:
- ამბობენ, ჩხუბი და კინკლაობა თბილისში ადრეც იყო, მაგრამ ასეთ სასტიკ მეთოდებს არ იყენებდნენო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? - მოდი, ძველ თბილისს ნუ გავაიდეალებთ. თბილისის უბნებს შორის დაპირისპირება ყოველთვის იყო. მე მახოსვს პლეხანოველების და საბურტალოელების დაპირისპირება ვერელებთან, მახსოსვ სხვა ტიპის კონლფიქტებიც. რა ხდებოდა კომუნისტების დროს, როცა მეზობელი მეზობელს არ ინდობდა და "დანოსებს" წერდა, თუნდაც, "მხედრიონის" დროს რა ხდებოდა, არ გახსოვთ? ეს ხომ დარჩა ჩვენს ხსოვნაში?! ამ წყლულისთვის სათანადოდ ხომ არ გვიმკურნალია?! ამ მძიმე მემკვიდრეობას დაერთო დაუსჯელობის განცდა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი, რაც თავისთავად იწვევს აგრესიას და მივიღეთ ის, რასაც ახლა ვხედავთ. ამის გამო ყველაზე დაუცველი, უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან. თქვენ მე მეკითხებით - რა გვჭირს, რატომ არ ინდობენ ქართველები ერთმანეთსო?.. მე ასე ვიტყოდი: რაც ყოველთვის გვჭირდა, ის გვჭირს, უბრალოდ, როცა ავადმყოფობას არ ებრძვი, ან არასწორად მკურნალობ, ან თავის ნებაზე მიუშვებ, შედეგი ყოველთვის სამწუხაროა.
- ქვეყანაში არსებული მძიმე ფონი ახსენეთ. ამაში რას გულისხმობთ? - სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მთავრობები კომუნისტებისა და შევარდნაძის ეპოქის გამოცდილებას არ ღალატობენ და "წარმატებით" იმეორებენ. დღესაც იგივე ხდება, თითქმის ყველა სფეროში განუკითხაობაა...
გაჩუმება და წაყრუება ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს. სწორედ ჩვენმა გულგრილობამ და სიბრმავემ შეუწყო ხელი, რომ საუკეთესო ბიჭები დაიღუპნენ. როდესაც ქვეყანაში საქმეებს ქურდები და კრიმინალები წყვეტენ და კანონი არ კანონობს, უკეთესს რას უნდა ველოდეთ?! ჩამოვა ახლაგაზრდა უცხოეთიდან ჰარვარდის დიპლომით და ნორმალურ სამსახურს ვერ პოულობს, თუ რომელიღაც ჩინოვნიკის - მათიკაშვილის ან ქუჩუკაშვილის ნათესავი არ არის. ესამართლობაა ეს, აბა, რა არის?!
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 16 ივლისის ნომერში.