"გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - რას ყვება ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და მის კონცერტზე - კვირის პალიტრა

"გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - რას ყვება ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და მის კონცერტზე

"სიმსივნე განაჩენი არ არის" - დღეს ეს ფრაზა ხშირად გვესმის, ამ სენს უამრავი ადამიანი ებრძვის. სამწუხაროდ, ბევრი ბრძოლაში მარცხდება, მაგრამ არაერთი მაგალითია, როდესაც ადამიანებმა მძიმე სენზე გაიმარჯვეს და ცხოვრება ხელახლა დაიწყეს.

რამდენიმე თვის წინ ფილტვზე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ხათუნა ჟორდანიას. ისრაელში მკურნალობის შემდეგ, მას კარანტინის გატარება საქართველოში მოუხდა. ნინი ქარსელაძე გვეუბნება, რომ რადგან დედა რისკჯგუფში იყო, ამ პერიოდში სახლიდან გასვლას და მეგობრებთან ურთიერთობას თავს არიდებდა.

17 ივლისს ხათუნას კონცერტი გაიმართება. მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში მომღერალი მეგობრებს შეხვდება და კარანტინის შემდეგ ყველას ჩაეხუტება - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჟორდანიას უფროსი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე.

- ამ კონცერტის ჩატარება ხათუნას მეგობრების იდეა იყო. პირველ რიგში რუსა მორჩილაძის... უნდოდა მონატრებული ადამიანები ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა, რა თქმა უნდა, ხათუნაც მონაწილეობს ამ კონცერტში. უბრალოდ, სიყვარულისთვის ვიკრიბებით, მცხეთაში, რესტორან "მარანში".

ხათუნა ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება, დიდი ხანია სახლიდან არ გასულა, მძიმე პერიოდი გავიარეთ. მისი განწყობა ახლა განსაკუთრებულია, შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვინც მოენატრა. მთელი კარანტინი ხათუნა გამოკეტილი მყავდა, არავისთან კომუნიკაციის საშუალებას არ ვაძლევდი. ახლა კი ყველა იმ ადამიანს ჩაეხუტება, ვინც ძალიან ენატრება და ვისაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის გულში.

- ხათუნამ შენზე თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნა, დედასავით მყავსო. ყოველთვის ასეთი დედა-შვილობა გქონდათ თუ მძიმე სენთან ბრძოლამ დაგაახლოვათ?

- ყოველთვის ასე ვიყავით, ხათუნა ძალიან პატარა იყო, როდესაც მე გამაჩინა. მამას მალევე გაშორდა და ჩვენ დებივით გავიზარდეთ. დიდი ხანი მარტო ვცხოვრობდით და სულ ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და კონკრეტული შემთხვევით არ დაწყებულა, მთელი ცხოვრება ასე ვართ. ჩვენი ურთიერთობა სულ აღსანიშნავი და სალაპარაკო იყო.

- თუმცა, ხათუნა ყოველთვის მკაცრი და ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

- ასეც არის, მაგრამ ამ პერიოდში გაუჭირდა, მაშინ როდესაც ექიმმა ყველაფერი უთხრა. მე ვუმალავდი. თავიდან ცოტა დათრგუნული იყო, მაგრამ ეს პერიოდიც მალე გადავიარეთ. იხილეთ სრულად