"ექიმს ვუ­თხა­რი რომ სა­ზამ­თრო, ნეს­ვი, პო­მი­დო­რი და ძეხ­ვი ჭამა" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 10 თვის ბავშვზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"ექიმს ვუ­თხა­რი რომ სა­ზამ­თრო, ნეს­ვი, პო­მი­დო­რი და ძეხ­ვი ჭამა" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 10 თვის ბავშვზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ოჯახის წევრების განცხადებით, 10 თვის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სავარაუდოდ, მოწამლულია.

როგორც "პალიტრანიუსთან“ საუბრისას ჩვილის ბებია და ბაბუა ამბობს, ოჯახის არცერთ წევრს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა, მათივე თქმით, ტესტების დადასტურებული პასუხები ჯერ არ მიუღიათ.

ოჯახის განცხადებით, 10 თვის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, სავარაუდოდ, მოწამლულია - "საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა"

ოჯახის წევრების განცხადებით, 10 თვის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სავარაუდოდ, მოწამლულია.

როგორც "პალიტრანიუსთან“ საუბრისას ჩვილის ბებია და ბაბუა ამბობს, ოჯახის არცერთ წევრს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა, მათივე თქმით, ტესტების დადასტურებული პასუხები ჯერ არ მიუღიათ.

“სახლში არ ვიყავი, რომ მოვედი ბავშვი ცუდად იყო. წავიყვანეთ საავადმყოფოში. ექიმს ვუთხარი რომ საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა. როგორც ჩანს მოიწამლა. წვეთოვანი დაუდგეს და ღამით დატოვეს. დილით გვითხრეს, რომ ბავშვს კორონა ჰქონდა. თუმცა, სიცხე და ხველება არ ჰქონდა. ექიმები აქ რომ მოვიდნენ და ჟურნალისტები ნახეს, გაიქცნენ. ტესტი ჩვენც გაგვიკეთეს და მეზობლებსაც. არ ვიცით, ტესტების პასუხები როდის იქნება“, - აცხადებენ 10 თვის ჩვილის ოჯახის წევრები.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვილი დედასთან ერთად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.