"ქართული ოცნების" დეპუტატის მამიდას კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" დეპუტატის მამიდას კორონავირუსი დაუდასტურდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და "ქართული ოცნების"  უმრავლესობის წევრის, სავალან მირზოევის მამიდას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის სავარაუდო კონტაქტად არ განიხილება, რადგან 2 კვირაზე მეტია მამიდა არ უნახავს. მისივე თქმით, იმ პირთა წრე, ვისთანაც მისი ნათესავი ურთიერთობდა ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე დადგენილია. დაინფიცირებული ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიას მკვიდრია.