ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი - რა მოხდა გორში? - კვირის პალიტრა

ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი - რა მოხდა გორში?

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სავარაუდოდ, ორი პირი დაიჭრა. დაშავებულები ცეცხლნასროლი დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა და დაჭრის ფაქტი ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"