"შიდა საქმეებსა და გამოძიებაში მე როგორც პრემიერი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, საკითხი კონტროლზეა" - რას ამბობს გახარია შაქარაშვილის საქმეზე - კვირის პალიტრა

"შიდა საქმეებსა და გამოძიებაში მე როგორც პრემიერი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, საკითხი კონტროლზეა" - რას ამბობს გახარია შაქარაშვილის საქმეზე

მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლება მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის შეფასებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია დამნაშავის დადგენა. მისივე განმარტებით, ყველა ის ადამიანი, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულა პროფესიული მოვალეობა აუცილებლად დაისჯება.

„გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც. ჩვენ პირველი რა უნდა გავაკეთოთ?! უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ ვინ იყო დამნაშავე, ამის შემდეგ თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი. მერწმუნეთ, მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული. შიდა საქმეებსა და გამოძიებაში მე როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.