კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი გარდაბნის მცხოვრებია - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი გარდაბნის მცხოვრებია

კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა, პაციენტი, რომელსაც "კოვიდ 19" აღმოაჩნდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით, ორი კვირის წინ იქნა მოთავსებული და კორონავირუსული ინფექცია, მხოლოდ ახლა დაუდასტურდა. ბუდაღაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

დღის ბოლოს კი ლაბორატორიიდან 30 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგებს ელოდებიან. 30-ვე ყარაჯალარელი 80 წლამდე ასაკის მამაკაცის კონტაქტია, რომელსაც "კოვიდ 19" გუშინ დაუდასტურდა.