"ამ წუთშიც მართვით სუნთქვაზეა" - რა მდგომარეობაშია ქალი, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა - კვირის პალიტრა

"ამ წუთშიც მართვით სუნთქვაზეა" - რა მდგომარეობაშია ქალი, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა

ქალს, რომელიც პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა, რეკონსტრუქციული ოპერაციები ჩაუტარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"ამ წუთშიც მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩატარებულია რეკონსტრუქციული ოპერაციები და ვნახოთ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 67 წლის ქალი ძაღლმა დაგლიჯა. მას ნაფლეთოვანი ჭრილობები თავის, კისრის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში აღენიშნებოდა.