გიორგი გახარიამ დენდროლოგიური პარკი შვილთან ერთად დაათვალიერა (ფოტოები) - კვირის პალიტრა

გიორგი გახარიამ დენდროლოგიური პარკი შვილთან ერთად დაათვალიერა (ფოტოები)

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დენდროლოგიური პარკი შვილთან ერთად დაათვალიერა. ფოტოები პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"დღეს ანნამ და მე ერთად დავათვალიერეთ, უნიკალური პარკია!" - წერია ფოტოების კომენტირებისას.

ენდროლოგიური პარკი 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა და დამთვალიერებელს უფასოდ მასპინძლობს.

დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში.