მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ - კვირის პალიტრა

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს დილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს და პროცესში 20 მეხანძრე-მაშველი და დრონია ჩართული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"