ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შსს-ში იმყოფება - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შსს-ში იმყოფება - რას აცხადებს ადვოკატი?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. მას თან ადვოკატი, ირმა ჭკადუა ახლავს. იაკობ ბრეგვაძეს შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად არის ცნობილი და მათ გამოძიებასთან გარკვეული კითხვები აქვთ.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, იაკობი ამ საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი. ყველამ იცის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან და ამიტომ მოვედით დღეს, რომ ეს კითხვები გავიაროთ. როდესაც ამ შეხვედრიდან დავბრუნდებით, შემდგომ გიპასუხებთ“, - განუცხადა ჭკადუამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

"ინტერპრესნიუსი"