როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი ამჟამად მკურნალობას თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ კლინიკაში გადის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ექიმმა ნიკა რთველიაშვილმა განუცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაზიანებული აქვს თავის ტვინი, გულ-მკერდი, მუცელი და მენჯის ძვლები. ჩვენთან გადმოყვანამდე ჩაუტარდა ოპერაცია,"- აცხადებს ექიმი.

შეგახსენებთ, გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"