როგორია ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.
"ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ორივე ლოყაზე აქვს დაზიანებები, ასევე კისრის, გულმკერდისა და მუცლის არეში", - განაცხადა ტურძელაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ძაღლი 67 წლის ქალს თავს დაესხა, რის შემდეგაც ის მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"ინტერპრესნიუსი"