სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლების დარღვევისთვის დააკავეს ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე? - კვირის პალიტრა

სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლების დარღვევისთვის დააკავეს ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე?

სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო "პარაგრაფში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული საქმეში მიუთითებს, რომ მინდია გოგოჭურმა მის მეუღლეს მიაყენა შეურაცხყოფა და სწორედ ამას მოჰყვა "პარაგრაფის" საპირფარეშოში "საქმის გარჩევა". საქმეში ფიგურირებს იარაღიც, რომელიც, როგორც ცნობილია, გოგოჭურს ჰქონდა.

შეგახსნებთ, გოგოჭურის მეუღლე გიორგი მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილი, მაშო ჩიჩუაა.

შსს-ს  ინფორმაციით,  მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: "გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული... ქუჩაში ვერ გამოსულა შიშით, არ იცის, ვინ საიდან ესვრის"