"მეზობლებს ესმოდათ და არავინ ჩაერია" - რას წერენ 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილზე, რომლის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია. შემზარავი ტრაგედია 18 ივლისს, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 30 წლამდე ქალი სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს. მომხდარ ტაგედიაზე წერს"ფეისბუკმომხმარებელი" მაკა მეშველიანი, გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
"მოკლეთმიანი გოგო 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია. ის დღეს ქუთაისში მოკლეს. ფოტოზე გამოსახულმა მეორე გოგომ გამახსენა, რომ ბავშვობაში მასთან ერთად ვთამაშობდით. ელისო რამდენიმე წუთის განმვალობაში შველას ითხოვდა, მეზობლებს ესმოდათ და არავინ ჩაერია - არც უშუალოდ ძალადობის ადგილას მისვლით, არც 112-ზე დარეკვით. ორი საათის შემდეგ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა შინ დაბრუნებულმა ნატალი პატარიძემ, რომელიც აქტიურად იცავს ქუთაისში ქალების (და არა მხოლოდ) უფლებებს. ის ასევე ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია. ეს მნიშვნელოვანი და საშიში დეტალია: შენი სიცოცხლე ფაქტობრივად განწირულია, თუ არ გაგიმართლა და ცნობილი უფლებადამცველი შენი მეზობელი არაა ან არის და სახლში დაგვიანებით მოვიდა. გამოსავალი? ყბადაღებული განათლების რეფორმა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რომელიც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშია ეფექტიანი ისიც იმ დაშვებით, რომ ორივე პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ამასობაში ქალთა კვლა გრძელდება, რომელზეც დიდწილად ისევ ქალები ვდარდობთ, ბაბლშიც კი. ბაბლს მიღმა ქალებსაც და კაცებსაც დიდად არ აღელვებთ ქალების სიცოცხლე და დაობლებული ბავშვები. მგონი დროა, დავიწყოთ ხმამაღლა საუბარი იმაზე, რომ დანაშაულის დამალვაც დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. ეს მუხლი პრაქტიკაშიც უნდა გააქტიურდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საქმეებშიც.
ეს შემთხვევა ქალის მორიგი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - სავარაუდო ფემიციდის მსხვერპლს პირადად ვიცნობდი. დიდი ხანია არ მინახავს და მასზე არაფერი მსმენია. მაგრამ წარმოუდგენლად მტკივნეული აღმოჩნდა ეს ნიუსი და მივხვდი, რომ რაღაცნაირად ქალთა მკვლელობები სტატისტიკურ მონაცემებად იქცა ჩემთვისაც კი. გამიახლდა ყველა ემოცია და ბრაზი, რომელიც დაიწყო 2014 წელს ქალების გახშირებული მკვლელობების პარალელურად - მაშინ გავაცნობიერე პირველად, რომ ქალებს ხშირად სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ქალები არიან. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა საკანონმდებლო ჩარჩოს თუ პოლიტიკის დონეზე, რომელიც უფრო მეტად რეაქციულია. ოჯახში ძალადობა დიდწილად ისევ ოჯახის საქმედ ითვლება. არავის ვუსურვებ ახლობლის დაკარგვას, მაგრამ ამ დონის გულგრილობა ჩემთვის სრულიად დამანგრეველია, მაგდებს სასოწარკვეთასა და უიმედობაში. ასევე შაქარაშვილის ქეისს თუ გავიხსენებთ, მთლად ახალი თაობისა და ევოლუციის იმედზე ვერ ვიქნებით - ემპათიური საზოგადოების ჩამოყალიბებას სხვა ტიპის სისტემური მუშაობა ჭირდება. მგონი ყველამ სასწრაფოდ უნდა დავიკაპიწოთ მკლავები, გავქექოთ საკუთარი ნაგავი რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს პროცესი და რაიმე ვისწავლოთ და შევცვალოთ. We have some serious catching up to do!" წყარო
იხილეთ ასევე: ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს - რას აცხადებენ შსს-ში?