შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა - რას აცხადებს გაბეჩავას ადვოკატი? - კვირის პალიტრა

შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა - რას აცხადებს გაბეჩავას ადვოკატი?

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა. როგორც უწყების დატოვებისას ჟურნალისტებთან გაბეჩავას ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა განაცხადა, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა კვლავ მიიღოს.

"ვინაიდან, ინტენსიურად ხორციელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, დღესაც გამოკითხულ იქნა დამატებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, დეტალებზე ვერ გიპასუხებთ.

სოციალურ ქსელს არ ეხებოდა, სოციალური ქსელის დათვალიერება მოხდა წინა დღეებში, რაზეც შესაბამისი ოქმი შედგა. არც არანაირი კადრების დათვალიერება არ მიმდინარეობდა, ჩვეულებრივი დამატებითი გამოკითხვის ოქმის შედგენა. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგში კვლავ მიიღოს დამატებით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

"ინტერპრესნიუსი"