თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

თბილისის ზღვაში ორი მოზარდის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ცოტა ხნის წინ მაშველებმა წყლიდან ერთი არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს.

ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობდა.