"გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვადასხვა ბაზ­რო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, COVID-19 მათაც აქვთ" - კვირის პალიტრა

"გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვადასხვა ბაზ­რო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, COVID-19 მათაც აქვთ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის კაცის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან.

ამის შესახებ გამყრელიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა.

"ამ პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება. ის იყო დიალიზზე. მასთან სწრაფად განვითარდა ინფექცია. სამწუხაროდ, ასევე, ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა, მათთან კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ინფიცირებულთა რაოდენობას გამყრელიძე არ აკონკრეტებს და ამას პერსონალური ინფორმაციით ხსნის. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის მცირეწლოვანი, გამყრელიძე გვეუბნება, რომ "ბოლო დღებში ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია".

გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები სხვადასხვა ბაზრობებზე მუშაობდნენ, ამიტომ იქ (ბაზრობებზე, სადაც ინფიცირებულები მუშაობდნენ) კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება, ხოლო დახურვა ჯერჯერობით არ ემუქრება.

"ბაზრობებზე რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ანუ ბაზრობების ხელმძღვანელობას მოუწევს იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც დადგენილია ანუ ტემპერატურის გასინჯვა და თერმოსკრინგი. ვისაც აქვს რაღაც სიმპტომი, დროულად უნდა მოხდეს მათი იდიენტიფიცირება და ინფიცირებულთა კონტატქში მყოფი პირების კარანტინში გადაყვანა", - გვითხრა გამყრელიძემ.

ambebi.ge