ცნობილია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 24 ახალი შემთხვევის წყარო? - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

ცნობილია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 24 ახალი შემთხვევის წყარო? - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 5 უკვე დაავადებულთან კონტაქტებიდან გამოვლინდა, 10 გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა, 2 დადასტურებული შემთხვევის წყარო კი უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდცენტრებში მკურნალობას 188 პაციენტი განაგრძობს.

"7 არის შემოტანილი შემთხვევა, იმპორტირებული, ესენი არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, 5 არის დაავადებულებთან კონტაქტი, 10 გახლავთ გარდაბნის რაიონში კვლევისას დადასტურებული შემთხვევა და 2-ის წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ხდება კონტაქტების კვლევა.

ჩვენთან გუშინ იყო 26 დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 2 და შემოვიდა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვაყავს 28. 4-დან ორი გახლავთ ჩვენი პაციენტების კონტაქტში მყოფი პირი. 2 პაციენტის წყარო გახლავთ გარდაბნის ინფიცირებულები. 28 პაციენტიდან კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და ვირუსის პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო