"აწამეს და მოკლეს ბავშვი... სამსახურიდან რომ მოდიოდა, სულ გაღიზიანებული იყო" - რას ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა? - კვირის პალიტრა

"აწამეს და მოკლეს ბავშვი... სამსახურიდან რომ მოდიოდა, სულ გაღიზიანებული იყო" - რას ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს.

ის ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათზე გავიდა, გადაადგილდებოდა ვერცხლისფერი "ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილით. მანქანა მარნეულში 12 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში, კვალი კი სოფელ გოლთეთში გაქრა.

მეზობლებისა და ოჯახის ახლობლების განცხადებით, გამოძიებამ არაეფექტურად იმუშავა.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, შეუძლებელია გამოძიებას ვერ დაენახა მანქანა, რომელშიც 23 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მათი თქმით, ტყის ტერიტორია პატარაა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქ მანქანის ვერ პოვნა.

"ჩვენ რომ გზა უფრო ადრე გადაგვეკეტა, გამოძიება უკეთ იმოქმედებდა", - აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გარდაცვლილი გოგონას მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

„აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია. ვეხვეწები 5 დღეა ხალხო, ბავშვი დავკარგე ხალხო, ვითომ გადიან საძებრად. თქვეს, ერთ ადგილას ვიყავითო და მივედი იმ ადგილას სოფელში და მითხრეს, არავინ პოლიცია აქ არ ყოფილაო, აი აქედან დამებადა ეჭვი უკვე. დეტალები უკვე გაიგო მეუღლემ, ვინ დარეკა არ ვიცი. აწამეს და მოკლეს ბავშვი, 100-პროცენტიანი აქედან მოტყუებით გაიყვანეს... ეს ყველაფერი მოდის სამსახურის მხრიდან, ზეწოლის ქვეშ იყო, მეორე კიდე სხვა ვარიანტიც ვიღაცა ბიჭმა მოიტაცა, არ ვიცი... სამსახურიდან რომ მოდიოდა, სულ გაღიზიანებული იყო, არ ვიცი, ვერსიები ბევრია", - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

იხილეთ ვიდეო