რა ხდება თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

რა ხდება თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, სამართალდამცავები იმყოფებიან. მათ ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიაზე გადასვენებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

"ინტერპრესნიუსი"