"საცოდავი ბავშვი უკანა სავარძელზე იპოვეს" - რას ამბობს 23 წლის გარდაცვლილ გოგონაზე შემთხვევის ადგილზე ჩასული ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"საცოდავი ბავშვი უკანა სავარძელზე იპოვეს" - რას ამბობს 23 წლის გარდაცვლილ გოგონაზე შემთხვევის ადგილზე ჩასული ოჯახის ადვოკატი?

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, სამართალდამცავები იმყოფებიან. მათ ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიაზე გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

როგორც "ტვ პირველს" ადგილზე ჩასულმა, ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილს განუცხადა, ცხედარი მანქნაიდან ჯერ არ გადმოუსვენებიათ.

"კარგი არაფერი არ მინახავს... ექსპერტები არიან ადგილზე, მოხდება მანქანის გახსნა და ცხედრის გადმოყვანა, შემდეგ ექსპერტიზაზე იქნება წაყვანილი და დაგდინებდა რისგან გარდაიცვალა. აუცილებად ვაპირებ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას, უკვე დავრეკე და საქმეში მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება. გარკვეულწილად შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე არ არის სრული ნდობა ექსპერტების მიმართ. ოჯახში მრავალი ვერსია განიხილება და ჩემი მხრიდან დეტალურად გადავხედავ მასალებს, ყველაფერი შესაძლებელია და თუ გადავხედავთ გარემოს, ამ გარემოდან გამომდინარე 5 დღე რატომ ვერ მოძებნეს ამაზეც ბევრი კითხვის ნიშანია, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, საცოდავი ბავშვი წინ არა, მაგრამ უკანა სავარძელზე იპოვეს. დეტალურად არ დამითვალიერებია, მამასთან ერთად მივედი და მამის დაწყნარეაბა უფრო მომიწია. ცხედრის მდგომარეობაზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს. საეჭვოა ის რო არაფერი უღრანი ტყე არ არის, რომ ვერ აღმოეჩინათ ამდენი ხანი. გაიხსნება მანქანა და გამოჩნდება რაღაცები. მე გუშინ ჩავერთე საქმეში და გამოჩნდება ყველაფერი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო