ქუთაისში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბიკე კასიმოვას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. დაკავებულმა ბიკე კასიმოვამ სასამართლოს წინაშე არ ისაუბრა.

ადვოკატის თქმით, დაკავებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, თუმცა ამ ეტაპზე პატიმრობას ეთანხმებიან.

რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე, ეს ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.