რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა - კვირის პალიტრა

რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

ამ ცოტა ხნის წინ, კომპანიაში "ზეგ" სამართალდამცველები შევიდნენ. ეს არის ერთ-ერთი სამსახური, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს დეველოპერული კომპანია დაკვეთებს მხოლოდ უცხოეთიდან იღებდა და ქართულ ბაზართან შეხება არ ჰქონდა. კომპანიის ხელძღვანელობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდნენ მათი თანამშრომლის გარდაცვალების გამო. კომპანიის დირექტორის თქმით, თამარ ბაჩალეიშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ მენეჯმენტს გასულ კვირას აცნობა.

"შპს "ზეგ" არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი", - ვკითხულობთ შპს "ზეგ"-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცახდებაში.

სავარაუდოდ, კომპანიაში სამართალდამცავების შესვლის მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის გამოთქმული ეჭვი იყო, რომ ეს უბედური შემთხვევა, შესაძლოა, სამსახურიდან ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდეს. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა თანამშრომელთა კომპიუტერები ამოიღეს.

რა სახის კომპანიაა "ზეგ"?

ეს არის 2015 წელს დაფუძნებული შპს - IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია, რომელიც მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკაზე.

მისი საქმიანობის კატეგორიებია:

კომპიუტერული და პროგრამული მომსახურება

საქმიანობის სფერო:

პროგრამული უზრუნველყოფა;

კომპიუტერული პროგრამირება; გაგრძელება