"ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ - კვირის პალიტრა

"ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას სახელწოდებით - "ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული" მართავენ. მათ თან აქვთ შესაბამისი წარწერებით პოსტერები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ეხმაურებიან ბოლო პერიოდში მომხდარ გახმაურებულ საქმეებს.

მათი თქმით, ასევე სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და საგამოძიებო უწყებებისგან ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"