სართიჭალასთან ტრაილერი გადაბრუნდა - კვირის პალიტრა

სართიჭალასთან ტრაილერი გადაბრუნდა

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე, სართიჭალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შემდეგაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი დააზიანა და გადაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაიწყო.