"ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის მძიმე შემთხვევა" - რას ამბობს გიორგი გახარია თამარ ბაჩიაშვილის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის მძიმე შემთხვევა" - რას ამბობს გიორგი გახარია თამარ ბაჩიაშვილის საქმეზე?

"აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის მძიმე შემთხვევა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც 23 წლის თამარ ბაჩიაშვილის გარდაცვლაების საქმეს გამოეხმაურა.

"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია, შესაბამისად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, უაღრესად მნიშნელოვანია მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე იმისთის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთის, რა თქმა უნდა სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირება, პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაშა არსებობს, ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები შს სამისნისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის ასევე რიგითი კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგშ შსს-მ.

კიდევ ერთხელ ამ თემაზე საუბრის დასრულებისას, მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც, ინტერპრეტირებისთვის, დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება იმიტომ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, სწრაფი ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.