"ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - რას ამბობს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - რას ამბობს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელის ადვოკატი?

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელის ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელის, ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატის ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს ხელზე მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

როგორც ვათიაშვილი განმარტავს, დაზიანების წარმოშობის მექანიზმი უნდა დადგინეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შესთავაზებს.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ისინი ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ.

ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

"ინტერპრესნიუსი"