"ცხე­დარ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღი­ნიშ­ნე­ბა" - შსს-ს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

"ცხე­დარ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღი­ნიშ­ნე­ბა" - შსს-ს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

22 ივლისს. 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ საკითხზე შსს-ში, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

მან მიუსამძიმრა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და საზოგადოებას აცნობა იმ საგამოძიებო-სამუშაობის თაობაზე ინფორმცია, რაც თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შემდეგ გატარდა.

"პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გარდაცვლილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა შეძენილი მედიკამენტები ჩანთიდან ამოღებულის იდენტური.", - განცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, გოგონას ცხედარი ახალგაზრდა მწყემსმა აღმოაჩინა. იხილეთ განცხედება სრულად

იხილეთ ასევე: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმე - გარდაცვალების რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი?