"სიკ­ვდი­ლის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია..." - რას აცხადებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულის ექსპერტიზაზე? - კვირის პალიტრა

"სიკ­ვდი­ლის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია..." - რას აცხადებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულის ექსპერტიზაზე?

დამოუკიდებელი ექსპერტის, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, "შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო" შეუძლებელი იყო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებები აღმოჩენილიყო.

მისივე თქმით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისთვის კვლევების ჩასატარებლად ნიმუშები აღებულია.

"წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია.

ზედაპირული ხასიათის ტრავმული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის დაზიანებები შეუძლებელი იყო აღმოჩენილიყო შორს წასული გვამური მოვლენების გამო", - აღნიშნა ჯიშკარიანმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, გუშინ თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

ambebi.ge