ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება სულ მცირე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა შეიცვალოს - კვირის პალიტრა

ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება სულ მცირე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა შეიცვალოს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მან საქმის მასალების გაცნობა ვერ შეძლო.

ადვოკატის თქმით, ის ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს თამარ ბაჩალიაშვილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. ასევე საქმეზე შეიცვალოს კვალიფიკაცია.

"საქმე ჯერ ისევ143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთის) , ძალიან გასაკვირია. სასწრაფოდ მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. მოვითხოვე ხვალვე გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია. სხვადასხვა მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ ხვალ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და ხვალევე მოხდეს საქმის მასალის გაცნობა",-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ხვალვე მოხდება საქმის მასალების აკინძვა. ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სულ მცირე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა შეიცვალოს.

"ჩემთვის უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, შაქარაშვილის საქმეზე ბიძამის ჰქონდა საშუალება მეორე დღესვე ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა და ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან და ვნახავ, ხვალ რისი საშუალება მექნება", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"