"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს, დაემატა 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთანავე, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილმის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

რას ფიქრობს ოჯახი ამ გადაწყვეტილებაზე, ამ საკითხზე AMBEBI.GE-სთან ოჯახის ახლობელმა თორნიკე ჭიჭაღუამ ისაუბრა. მისი თქმით, თუ არ შეიცვლებოდა კვალიფიკაცია ან არ დაემატებოდა ახალი მუხლი, ოჯახი და ახლობლები კვლავ აქციის გამართვას და გზის გადაკეტვას აპირებდნენ.

"გამოძიების გადაწყვეტილებას მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი სამართლიანად წარიმართება. ოჯახმა უმძიმესი დღეები გადაიტანა და ახლაც კოშმარში არიან, ჯერჯერობით სამართალდამცავების მიმართ ნდობის აღდგენაზე ლაპარაკი რთულია, თუმცა გადაწყვეტილება, რომ მამა იქნება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი, წინ გადადგმული ნაბიჯია. გაგრძელება