"ალეკო ელისაშვილის არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს?" - კვირის პალიტრა

"ალეკო ელისაშვილის არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს?"

ალეკო ელისაშვილის არანაირად არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს?,- ასე უპასუხა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას,რომ მმართველ გუნდში მისი ეშინიათ და ამიტომ წარადგინეს საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო.

„თუ ასე მოხდება, რომ ის ღირსეული მეტოქე იქნება და კონკურენციას გაწევს, ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის ძალიან კარგია პოლიტიკურ ველში ასპარეზობა. თუმცა, შიშით, არც მე და არც ჩემს გუნდს არ შეშინებია მისი, მისის შიშით არ დავუყენებივარ მე“, - აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ჩანდა აქტიურად დავით სერგეენკო, ის აცხადებს, რომ „ეს მისთვის კომფორტული იყო, რადგან საშუალება ჰქონდა, რომ დაესვენა“.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართლმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო იმიტომ წარადგინა, რომ მისი შეეშინდა.

„ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო. კვლევებსაც ატარებდნენ და ნახეს, რომ ვიღაც ხარახურას, მაგალითად მამუკა მდინარაძისნაირი ან დანარჩენი პოლიტიკურ ჯართში ჩასაბარებელი ჯართის დაყენების შემთხვევაში, პირველ ტურში წააგებდნენ საბურთალოს“,- განაცხადა ელისაშვილმა.