"თუ ადამიანი წარმატებას "ფეხის წამოდებებით" მიაღწევს, დადგება დრო, როცა მთელი მისი წარმატება წყალში ჩაეფლობა..."
სახელი, გვარი: ნინა ლორთქიფანიძე. ასაკი: 22 წლის.
განათლება: სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე.
ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".
ჰობი: ხატვა.
ცხოვრების დევიზი: "ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია".
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ყოველთვის მეგონა, ძალიან ცუდი კულინარი ვიყავი, მაგრამ კარანტინისას აღმოვაჩინე, რომ თურმე, საჭმლის კეთება კარგად შემიძლია. კულინარია ჩემთვის ერთგვარი ჰობიც გახდა. ბევრნაირი კერძის მომზადება მიცდია - ვერ გამოვარჩევ, მაგრამ კარანტინამდეც ვამზადებდი თხელ ბლინებს - ზემოდან შოკოლადით, ბანანით... ეს კარგად გამომდის..."
"მეამაყება" ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ალბათ, მიზანდასახულობა მომწონს: რაღაცას მიზნად რომ დავისახავ, გამორიცხულია, მისთვის ყველაფერი არ გავაკეთო. რაც არ მეამაყება, ჩემი ზედმეტი სიჯიუტე და პრინციპულობაა, რაც რაღაცებში მიშლის ხელს...."
"თუ კარგი, ღირსეული ადამიანი იქნები, შენს ოჯახს არ შეარცხვენ, ალბათ, ყველაფერი კარგად წარიმართება; თუ ადამიანი წარმატებას "ფეხის წამოდებებით" მიაღწევს, აუცილებლად ყველამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ დადგება დრო, როცა მთელი მისი წარმატება წყალში ჩაეფლობა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი