23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა - რა ინფორმაციას ავრცელებს "იმედი"? - კვირის პალიტრა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა - რა ინფორმაციას ავრცელებს "იმედი"?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ნახეს, საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა. ინფორმაცია ამის შესახებ "იმედი" ავრცელებს.

თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტი იყო და ის რამდენიმე კომპანიაში მუშაობდა. მათ შორის, რაც მედიისთვის ცნობილია, ესენია კომპანია ZAG და ავსტრიული კომპანია SpryFlash.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნეს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - ახალი დეტალები 23 წლის პროგრამისტის საქმეზე