"იმ პიროვნებამ მამას დაურეკა და უთხრა - "თქვენი შვილი შარებშიაო" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"იმ პიროვნებამ მამას დაურეკა და უთხრა - "თქვენი შვილი შარებშიაო" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც "პალიტრანიუსთან" საუბარში მიხეილ რამიშვილი განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა ინახებოდა ბაჩალიაშვილის ანაბარზე და კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ის, რომ ეს თანხა გამოეყენებინა.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ უთხრა გარდაცვლილის მამას, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა.

"მე ვერ გეტყვით, ეს გამომძიებელია, რიგითი პოლიციელი, თუ თანამდებობის პირი, ამაზე კონკრეტულად მამა გასცემს პასუხს, როცა ის საგამოძიებო ორგანოებში მივა. წარმოდგენა არ მაქვს რა პრობლემაზეა საუბარი, იმ პიროვნებამ მამას დაურეკა და უთხრა - "თქვენი შვილი შარებშიაო". ამასთან, წერილი არ ყოფილა, ეს იყო ფერად ფურცელზე დაწერილი - ჩემ ანაბარზე არსებული თანხა გამოიყენეთო, ვისი მისამართით არის დაწერილი, ვინ უნდა გამოიყენოს, რომელ ანაბარზეა საუბარი, ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მოთხოვნა გაგზავნილია ყველა ბანკში და იქიდან როცა პასუხი მოვა, გავეცნობი და გეტყვით", - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"