"ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა" - კვირის პალიტრა

"ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა"

თამარი სახლში ნაღვლიანი მოდიოდა და ტიროდა,- ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დატოვებისას განაცხადა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა.

"ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს"

"ინტერპრესნიუსი"