ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ის სამართალდამცავი დაასახელა, რომელმაც უთხრა, რომ "თამარი შარში იყო" - კვირის პალიტრა

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ის სამართალდამცავი დაასახელა, რომელმაც უთხრა, რომ "თამარი შარში იყო"

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ "თამარი შარში იყო", ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

"ერთმა მითხრა გაიხსნა კომპიუტერი და შენი შვილი დიდი პრობლემის წინაშეა, დიდ შარშიაო. მე მჭირდება ის პიროვნება, რატომ მითხრა კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობო ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშეაო. ლადო ბაჭულაშვილია, აგერ მუშაობს მოადგილედ", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"