"ანუ მე უფრო ცუდი ტიპი ვარ, ვიდრე ხაზარაძეო? - დამეხმარეთ თარგმნაში თუ შეიძლება" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი დავით უსუფაშვილზე?
პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"უსუფაშვილმა - არ მგონია ხალხს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უფრო მეტად უყვარდეს ვიდრე ბანკირებიო. დამეხმარეთ თარგმნაში თუ შეიძლება. ანუ მე უფრო ცუდი ტიპი ვარ ვიდრე ხაზარაძეო? "- წერს პოლიტიკოსი.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობაში არანაირად არ არის მეტი უკმაყოფილება ბანკირებთან, ვიდრე პოლიტიკოსებთან მიმართებაში.
"სწორედ ამისგან უნდა გამოვერკვეთ ჩვენ ყველანი. ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით იმიტომ, რომ ვერ ახერხებს იმ ფულის ისე დახარჯვას, რისთვისაც აიღო. ამომრჩეველი არის უმუშავერი და ამიტომ ვერ ახერხებს სესხის გადახდას. ამიტომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ფინანსური პრობლემების გამო ბანკებთან არ გვქონდეს პრეტენზია. მოსახლეობაში არანაირად მეტი უკმაყოფილება არ არის, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა: "მიშა და ბიძინა არ არის პრობლემა, პრობლემა მოსახლეობის ნიჰილიზმშია" იხილეთ სრულად